понедельник, 1 февраля 2021 г.

ბიზნეს იდეები ინტერნეტის სფეროში / მცირე ხარჯიანი / დაბალბიუჯეტიანი

 

ბიზნეს იდეები ინტერნეტის სფეროში
/ მცირე ხარჯიანი / დაბალბიუჯეტიანი  


ბიზნეს იდეები ინტერნეტის სფეროში / მცირე ხარჯიანი / დაბალბიუჯეტიანი  .

ამ თემაზე უცხოურ საიტებზე უამრავი უცხოური მასალაა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმ იდეებს ვაქვეყნებთ, რომლებსაც საქართველში , ამჟამად რეალურად ყავთ შემკვეთები

1. საკუთარი  ბლოგი

აუცილებლად შექმენით საკუთარი ბლოგი.
ბლოგს შეუძლია მოგიტანოთ მინიმუმ სამი ტიპის შემოსავალი:

1.1. შემოსავალი ბექლინკებიდან.

თუკი თქვენი პოსტების ცალკეულ, შემკვეთისათვის საინტერესო სიტყვებს ჩალინკავთ შემკვეთის პოსტებზე- იგი ამაში გადაგიხდით. ცხადია შემოსავალი დამოკიდებულია თქვენი მკითხველთა რაოდენობაზე. სავარაუდოდ, თქვენ არ გეყოლებათ ბევრი მკითხველი, შესაბამისად- ფასიც დაბალი იქნება. მიუხედავად ამისა  გიღირთ, რადგან ამ დროს თქვენი ბლოგიც ვითარდება.

1.2. შემოსავალი სტატიების განთავსებიდან

შეიძლება თქვენს ბლოგს არ ყავდეს ბევრი მკითხველი, მაგრამ იყოს ვიწრო ტემატიკის და დაინტერესებულ აუდიტორიას მთლიანად ფარავდეს. ასეთ შემთხვევაში , გამოჩნდებიან პირები, რომლებიც ისურვებემ თქვენთან ინტერვიუს ჩაწერას ან სტატიის გამოქვეყნებას

1.2. შემოსავალი რეკლამის განთავსებიდან

შემოსავალი შეიძლება მიიღოთ სარეკლამი ბანერების განთავსებიდან. აქ ბევრი ფორმა არსებობს და თანდათან გაერკვევით

გაითვალისწინეთ : რაც უფრო ძველია ბლოგი, რაც უფრო მეტი წონა აქვს მას გუგლის
ინდექსებით, მისი მონეტარიზაციის შანსი უფრო მაღალია.

მოგვწერეთ თქვენი ბლოგების მისამართები და ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ მის
მონეტარიზაციაში. კონტაქტი – Caumednet@gmail.com

2. საკუთარი  „ საკვანძო სიტყვები „

ეს  ძალიან საინტერესო მიმართულებაა .
თქვენ ზედმიწევნით კარგად ერკვევით, რომელიმე კონკრეტულ საკითხში და შეგიძლიათ შექმნათ სტატია, რომელიც გუგლში პირველ ადგილზე გამოვა ?

ასეთ შემთხვევაში , თითქმის ყოველთვის მოინახება შემკვეთი, რომელიც ამ სტატიაზე მოინდომებს რეკლამის განთავსებას.

ასეთ სტატიებს სპეციალურ საიტებზე აქვეყნებენ, რომლებსაც გუგლის თვალში ისედაც დიდი ავტორიტეტი აქვს. ამით აძლიერებთ თქვენს კონკურენტუმნარიანობას.

არსებობენ საიტები ქართულადაც, რომლებიც ამგვარ სტატიებს აქვეყნებენ.

მოგვწერეთ თქვენი „ საკვანძო სიტყვები“  და ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ მათ გამოქვეყნებაში . კონტაქტი – Caumednet@gmail.com


3. შექმენით საკუთარი გვერდი სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.

ამგვარ გვერდებზე საკმაოდ რთულია რეკლამის მოპოვება, რადგან ძალიან განვითარდა გაყალბების ინდუსტრია.
მიუხედავად ამისა- გვერდი უნდა შექმნათ. იგი  გამოგადგებათ ბლოგებთან კომბინაციაში.

4. შესთავაზეთ ბაზარს სხვადასხვა წვრილმანი მომსახურებები

შესთავაზეთ ბაზარს, საიტების, სოციალური ქსელების წვრილმანი სერვისები.
ამგვარები ბევრია და მოთხოვნაც დიდია.

აქ მთავარია აითვისოთ ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ შეასრულების თვითღირებულება დაბალი იყოს. უამრავი ამგვარი კომპიუტერული პროგრამებია ინტერნეტში და მათ უნდა გაეცნოთ

ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ  საკუთარი ნიშის პოვნაში  . კონტაქტი – Caumednet@gmail.com

ბიზნეს გეგმების მომზადებაში დახმარება 577 235 400

 

ბიზნეს გეგმის მომზადებაში დახმარება 577 235 400


ბიზნეს გეგმის მომზადებაში დახმარება 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
● ინფორმაცია საგრანტო კონკურესების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება
● მარკეტინგული კვლევების ჩატარება



რისთვის იწერება ბიზნეს გეგმა – ბიზნეს გეგმის მომზადებაში დახმარება ამ შეკითხვით იწყება

წესით, ბიზნეს-გეგმას , უპირველესად ამზადებენ საკუთარი ბიზნესის სწორად გასააზრებლად და დასაგეგმად.

სამწუხაროდ, ამგვარი მიზნით ბიზნეს – გეგმის მომზადება ჩვენში იშვიათია.
ჩვენში, ბიზნეს-გეგმებს უკვეთავენ:
—  ან გრანტის მისაღებად
—  ან კრედიტის ასაღებად

გრანტსა თუ კრედიტს მიიღებთ, მაგრამ  შეკვეცილი ბიზნეს გეგმით სარგებლობა ძალიან, ძალიან ცუდია .
მიზეზები ბევრია , მათ შორის :
—  სხვისთვის წარსადგენი ბიზნეს გეგმა არასდროს არ არის დეტალებით სავსე – ყოველთვის ხდება რაღაცის მიჩქმალვა ან „მიფუჩეჩება“. არც ერთ დონორს, არა აქვს საშუალება ბოლომდე, დეტალებში გაიაზროს თქვენი ბიზნესი , იგი ბუნებრივია, ძირითადად ეყრდნობა სტატისტიკურ მონაცემებს.
ამგვარ ბიზნეს გეგმას ხშირად თვით ბიზნესის შემკვეთიც შეყავს შეცდომაში, უჩენს არასწორ მოლოდინებს.

რით განსხვავდება სხვისთვის და საკუთარი თავისთვის მომზადებული ბიზნეს გეგმები ?

საკუთარი თავისთვის, საკუთრივ ბიზნესის გასამართად დაწერილი ბიზნეს გეგმა,
ბევრად ვრცელი დოკუმენტია და სრულად წარმოაჩენს ბიზნესის , როგორც დადებით, ასევე უარყოფილ მხარეებს.
თუ , ბიზნეს-გეგმის სხვისთვის წერისას მიილტვით წარმოაჩინოთ თქვენი ბიზნესი
ოპტიმისტურ ჭრილში, ყურადღება მის დადებით ასპექტებზე გაამახვილოთ.

საკუთრივ თქვენთვის მომზადებულ ბიზნეს გეგმაში, პირიქით ბიზნესის უარყოფითი მხარეები და რისკებია პირველ პლანზე.იგი, არ შემოიფარგლება მხოლოდ უშუალოდ ბიზნესით და ახდენს რეალური ბიზნეს-გარემოს ანალიზს. განსხვავებების ახსნა შორს წაგვიყვანს. აღვნიშნავთ მხოლოდ განსხვავება ძალიან დიდია , შრომის მოცულობაც და მომზადების ფასიც მკვეთრად განსხვავებულია.

კერძო ინვესტორისთვის დაწერილი ბიზნეს გეგმა  სხვანაირად იწერება ?

კერძო ინვესტორისათვის წარსადგენი ბიზნეს გეგმა განსაკუთრებით ყურადღებით მზადდება. იგი ისეთივეა, როგორც საკუთარი თავისთვის , საკუთარი სარგებლობისთვის მომზადებული.
გახსოვდეთ, კერძო ინვესტორი ძალიან დეტალურად განიხილავს თქვენს გეგმას, გადაამოწმებს ყველა დეტალს და ფულსაც ეტაპობრივად მოგცემთ. ამიტომ , ასეთ გეგმაში ცალკე რუბრიკებად უნდა გამოიყოს ინვესტირების და სამუშაოთა შესრულების კონტროლის თავები.

ბმები:

ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები


пятница, 17 июля 2020 г.

პიცა სოკოთი

სოკოს პიცის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
  • სოკო – 600 გრამი
  • ხახვი – 2-3 თავი
  • ლიმნის წვენი – 1 სუფრის კოვზი
  • კვერცხი – 3 ცალი
  • ნაღების კარაქი – 3 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში
  • მწვანე წიწაკა
  • მარილი
სოკოს პიცის მომზადების საფეხურები :
1.  დავჭრათ  ხახვი და სოკო და ერთად ჩავშუშოთ.
2.  გავაბრტყელოთ ცომი და ზემოდან თანაბრად გავანაწილოთ მომზადებული ინგრედიენტები.
3.  კვერცხი ავთქვიფოთ ნაღების კარაქთან ერთად. დავუმატოთ ლიმნის წვენი, მარილი, წიწაკა და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
4. მიღებული მასა მოვასხათ ცომს და შევდგათ ღუმელში.

воскресенье, 2 февраля 2020 г.

კარტოფილის ხინკალი ფურშეტისათვის შეურიეთ სხვადასხვა ინგრედიენტები


კარტოფილის ხინკალი ფურშეტისათვის შეურიეთ სხვადასხვა ინგრედიენტები

ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი
- „ხინკლის ფურშეტი „ . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია
https://fmgroup.ge/  მზარეულების კონსულტაციით


შემადგენლობა
:
        ფქვილი 1 კგ
        კარტოფილი 1 კგ
        ხახვი 1 თავი
        მცენარეული ცხიმი
      პილპილი,მარილი
მომზადება:
გულსართი:
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მოხარშული კარტოფილი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მოშუშული ხახვი,პილპილი,მარილი და აურიეთ.
ცომი:
დიდ ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, მოაყარეთ მარილი, ჩაასხით 0.4 ლიტრი ნელთბილი წყალი და მოზილეთ მაგარი ცომი.
გააბრტყელეთ ცომი თხელ ფენად, დაჭერით მრგვლად.ცომის ყოველ ნაჭერს დადეთ 1. კარტოფილის გულსართი და მოახვიეთ.მოსახარშად სასურველია მოზრდილი ქვაბი, აადუღეთ წყალი, ჩაამატეთ მარილი და მდუღარეში ჩაყარეთ ხინკალი, ფრთხილად მოურიეთ ხის კოვზით, რომ არ დასკდეს და მიიკრას. ადურეთ 5-7 წუთი და ამოიღეთ გაშლილ ლანაგაზე. გამდნარი მცენარეული ცხიმი სუფრაზე მიტანის წინ მოასხით .



среда, 29 января 2020 г.

ფურშეტის ფასები რეალური უნდა იყოს

როგორ ყალიბდება ფურშეტის ფასირაზეა ფურშეტის ფასი  დამოკიდებულიწარმოგიდგენთ რამდენიმე ძირითად პუნქტსრომლებიცფურშეტის მენიუსა და მენეჯმენტის შერჩევისასუნდა იცოდეს შემკვეთმა
5.        სხვადასხვა მომსახურებების პაკეტი. 
ფურშეტის ფასების საკითხზეჩვენს საიტზე კიდევ არის რამდენიმე სტატიაეწვიეთ მათ:
♦ ფურშეტის (ქეითერინგისმენიუს ზოგადი მიმოხილვა ➤➤
ამ სტატიაში მოცემულია ფურშეტის მენიუს კერძების კლასიფიკაცია და ტრენდებისტატია დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ და/ან შეაფასოთ ფურშეტის დაგეგმილი მენიუ.
♦ საკვების რაოდენობის დაანგარიშება სტუმრებზე ➤➤
ფურშეტის ფასი დიდწილად დამოკიდებულია ფურშეტის მენიუზესაკვების რაოდენობაზეშესაბამისადფურშეტის კერძების რაოდენობა სწორად უნდა დაიგეგმოსამ საკითხში უდაოდ გამოგადგებათ მითითებული სტატია
♦ რითი გამასპინძლება არ ღირს ფურშეტზე ➤➤
გამოცდილება გვკარნახობსზოგიერთი კერძის ფურშეტის მენიუში ჩართვა პრობლემური შეიძლება გახდეს.
♦ წამყვანი ქეითერული ფირმების საბაზო ფურშეტმენიუები და ფასები ➤➤
ქეითერული ფირმები ხშირად გვთავაზობენ ფურშეტის მენიუების სტანდარტულ ვარიანტებს სხვადასხვა ფასებისათვის.  შემდგომ თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ მატში ცვლილებებიამ პოსტში მოცემულია წამყვანი ქეიტერული ფირმების საბაზო (ტიპურიმენიუები და ფასები.
♦ წამყვანი ქეითერული ფირმების ფურშეტების სრული მენიუები ფირმების მიხედვით ➤➤
ქეითერულკი ფირმები მუდმივად სრულყოფენ თავიანთ მენიუს და ოპტიმიზებას უკეთებენ ფასებსმოიუხედავად ამისაამ პოსტში მოცემული ინფორმაციები დაგეხმარებათ სწორი წარმოდგენა შეიქმნათ ქეითერული ფირმების მენიუებსა და ფასებზეშეადაროთ ისინი ერთმანეთს.
.
სრული სტატია იხილეთ :