воскресенье, 2 февраля 2020 г.

კარტოფილის ხინკალი ფურშეტისათვის შეურიეთ სხვადასხვა ინგრედიენტები


კარტოფილის ხინკალი ფურშეტისათვის შეურიეთ სხვადასხვა ინგრედიენტები

ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი
- „ხინკლის ფურშეტი „ . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია
https://fmgroup.ge/  მზარეულების კონსულტაციით


შემადგენლობა
:
        ფქვილი 1 კგ
        კარტოფილი 1 კგ
        ხახვი 1 თავი
        მცენარეული ცხიმი
      პილპილი,მარილი
მომზადება:
გულსართი:
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მოხარშული კარტოფილი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მოშუშული ხახვი,პილპილი,მარილი და აურიეთ.
ცომი:
დიდ ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, მოაყარეთ მარილი, ჩაასხით 0.4 ლიტრი ნელთბილი წყალი და მოზილეთ მაგარი ცომი.
გააბრტყელეთ ცომი თხელ ფენად, დაჭერით მრგვლად.ცომის ყოველ ნაჭერს დადეთ 1. კარტოფილის გულსართი და მოახვიეთ.მოსახარშად სასურველია მოზრდილი ქვაბი, აადუღეთ წყალი, ჩაამატეთ მარილი და მდუღარეში ჩაყარეთ ხინკალი, ფრთხილად მოურიეთ ხის კოვზით, რომ არ დასკდეს და მიიკრას. ადურეთ 5-7 წუთი და ამოიღეთ გაშლილ ლანაგაზე. გამდნარი მცენარეული ცხიმი სუფრაზე მიტანის წინ მოასხით .



Комментариев нет:

Отправить комментарий